ახალი ამბები

შსს: მოქალაქეებმა 18 ჭურვი, 77 ხელყუმბარა, 400 გრ ტროტილი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვა იარაღი ჩააბარეს

29 აგვისტო, 2015 •
შსს: მოქალაქეებმა 18 ჭურვი,  77 ხელყუმბარა,  400 გრ ტროტილი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვა იარაღი ჩააბარეს

“იარაღი ჩააბარეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის რაიონებში მცხოვრებმა.  30-მა პირმა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 8041 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 18 ჭურვი, სხვადასხვა სახის 77 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი, 8 გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“, 400 გრ ტროტილი, 25 ამფეთქი ფალია, 4 საკვამლე კოჭა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის 9 ამფეთქი და 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი”, – ნათქვამია შსს-ს მიერ 29 აგვისტოს გავრცელებულ პრესრელიზში.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

შსს არ ავრცელებს სხვა დეტალებს. უცნობია, საიდან ჰქონდათ ეს იარაღი მოქალაქეებს.

შსს აცხადებს, რომ მოქალაქეებმა საბრძოლო იარაღები ჩააბარეს. ფოტო: კადრი პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან
შსს აცხადებს, რომ მოქალაქეებმა საბრძოლო იარაღები ჩააბარეს. ფოტო: კადრი პოლიციის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი