ახალი ამბები

სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერდა

23 მარტი, 2020 • 948
სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერდა

საქართველოში სწავლის დაწყება 21 აპრილამდე გადაიდო. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის 21 აპრილამდე შეჩერების გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

მთავრობის 23 მარტს მიღებული დადგენილების თანახმად, იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.

” საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში)”,-ნათქვამია დადგენილებაში.

საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე იყო გახანგრძლივებული. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 11 მარტს მიიღეს. თუმცა 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი