ახალი ამბები

Forever 21-ს ტანსაცმლის დიზაინის ქურდობაში ადანაშაულებენ

29 აგვისტო, 2015 •
Forever 21-ს ტანსაცმლის დიზაინის ქურდობაში ადანაშაულებენ

Business Insider–ის ვიდეოში აღნიშნულია, რომ Forever 21 მოპარული დიზაინით შექმნილ ტანსაცმელს გაცილებით უფრო იაფად ყიდის და მევრი მყიდველიც ჰყავს, განსხვავება კი ტანსაცმლის ხარისხშია.

 



ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Forever 21-ს ტანსაცმლის დიზაინის მოპარვაში ადანაშაულებენ. მაგალითად, Granted–მა მათ 2015 წლის იანვარში მამაკაცის ჟაკეტის დიზაინის მოპარვა დააბრალა. The Vancouver Sun წერდა, რომ  მატყლის ხელით ნაქსოვი ჟაკეტი Granted-ში მათივე დიზაინით დამზადდა და $385 ღირს; forever 21-ის საიტზე კი ანალოგიური დიზაინის ჟაკეტი, რომელიც აკრილისა და ბამბის ნაზავით იყო დამზადებული, $47.90 ღირდა.

 

 

DailyDot ასევე წერდა, რომ Forever 21-ს გაუყიდია ტანსაცმელი, რომელთა დიზაინიც მოპარული იყო სხვადასხვა დიზაინერისგან, მცირე თუ დიდი მოდის სახლებისგან.

 

 

ფორბსის ინფორმაციით კი, Forever 21-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის 50-ზე მეტჯერ უჩივლეს.

 

 

Forever 21-ის პირველი მაღაზია 1984 წელს ლოს-ანჯელესში გაიხსნა. კომპანიის დამაარსებლები, ცოლ-ქმარი დო ვონ ჩანგი და ჯინ სუნ ჩანგი სამხრეთ კორეიდან აშშ-ში 1981 წელს ჩავიდნენ. 2013 წლისთვის Forever 21-ს უკვე 480-ზე მეტი მაღაზია ჰქონდა.

 

 

ამჟამად Forever 21 ამერიკაში, აზიაში, ბრიტანეთსა და ახლო აღმოსავლეთში 600-ზე მეტ გაღაზიას ფლობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი