ახალი ამბებირეკლამა

Mastercard მცირე ბიზნესისთვის კიდევ ერთ ინოვაციურ შესაძლებლობას ქმნის

23 მარტი, 2020 • 669
Mastercard მცირე ბიზნესისთვის კიდევ ერთ ინოვაციურ შესაძლებლობას ქმნის

ციფრული ინოვაციების ხანაში ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.   უკონტაქტო გადახდის სხვადასხვა მეთოდები უკვე რამდენიმე წელია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით. 

Tap On Phone“ – ახალი, საინტერესო და ინოვაციური შესაძლებლობაა ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის, რომელიც პირველად კავკასიის რეგიონში საქართველოს ბანკმა Mastercard-ის მხარდაჭერით განახორციელა. აპლიკაცია საშუალებას იძლევა ანდროიდის ტელეფონი პოსტერმინალის მაგივრად გამოიყენო – რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველი ნივთის არა მხოლოდ შეძენა, არამედ გაყიდვა ტელეფონზე მხოლოდ ერთი შეხებით იქნება შესაძლებელი.

„Mastercard-ის მხრიდან საგადასახადო სისტემებში ინვესტიციის ჩადება და მუშაობა ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემცირებაზე, საშუალებას აძლევს ქვეყანას, ბიზნესსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ შექმნან უკანტაქტო გადახდის იდეალური ეკოსისტემა და მსოფლიოს ეკონომიკურ ტრენდებს მიყვნენ. „Tap on Phone“ მცირე ბიზნესებს უქმნის ინოვაციურ შესაძლებლობას, რომ გადახდები მიიღონ სწრაფად და მარტივად, ამისთვის მხოლოდ უნდა გადმოწერონ აპლიკაცია: Terminali, Google Play Store-იდან” – აღნიშნავს Mastercard-ის რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვი.

“ჩვენ განვაგრძობთ ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც კომფორტსა და გადახდების მრავალფეროვან სისტემას უკავშირდება. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ანდროიდის სისტემის ყველა ტელეფონი ტერმინალად შეიძლება ქცეულიყო, მაგრამ Tap On Phone კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.” – ამბობენ საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი