ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში COVID-19 უკვე 194 ადამიანს დაუდასტურდა

23 მარტი, 2020 • 1047
სომხეთში COVID-19 უკვე 194 ადამიანს დაუდასტურდა

COVID-19-ით  ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი სომხეთში 194-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 23 მარტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ამ დროისთვის სომხეთში ყველა საგანმანათლებო დაწესებულებას შეჩერებული აქვს ჩვეულებრივი ფუნქციონირება; ამასთან, საზღვრები ჩაკეტილია საქართველოსთან და ირანთან (სომხეთს დანარჩენ ორ მეზობელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ისედაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები). სომხეთის მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს მოქალაქეების მიმოსვლა და უზრუნველყოს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

COVID-19 საქართველოში დღევანდელი მონაცემებით 54 ადამიანს დაუდასტურდა. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანში ეს რიცხვი 65-მდეა გაზრდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი