ახალი ამბები

BBC: სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 71 ცხედრის საქმეზე უნგრეთში 3 ეჭვმიტანილი დააკავეს

28 აგვისტო, 2015 •
BBC: სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 71 ცხედრის საქმეზე უნგრეთში 3 ეჭვმიტანილი დააკავეს

CNN–ის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთი, წარმოშობით ლიბანელი ბულგარეთის მოქალაქე სატვირთოს მფლობელია, ხოლო 2 მათგანი – მძღოლი.


ავსტრიის პოლიციამ 27 აგვისტოს ავტომაგისტრალზე გაჩერებულ სატვირთო მანქანაში 71 ცხედარი აღმოაჩინა. მათ შორის, იყო 59 მამაკაცი, 8 ქალი და 4 ბავშვი. როგორც BBC წერს, ისინი 2 დღის გარდაცვლილები არიან.


პოლიცია აცხადებს, რომ ისინი სავარაუდოდ სირიელი მიგრანტები არიან და სიკვდილის სავარაუდო მიზეზად გაგუდვას ასახენებენ.


3 ეჭვმიტანილი, რომლებიც სავარაუდოდ ბულგარელები არიან, უნგრეთში დააკავეს. სამართალდამცავების განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ ისინი მართავდნენ სატვირთო ავტომობილს.


ასევე, ხელისუფლების განცხადებით, როდესაც სატვირთომ უნგრეთიდან ავსტრიის საზღვარი გადმოკვეთა, მიგრანტები უკვე გარდაცვლილები იყვნენ

 

სატვირთო, სადაც 71 მიგრანტის ცხედარი იპოვნეს. © EPA 27.08.2015
სატვირთო, სადაც 71 მიგრანტის ცხედარი იპოვნეს. © EPA 27.08.2015

ექსპერტები იკვლევენ სატვირთოს ავსტრიაში, სადაც 71 ადამიანის ცხედარი იპოვნეს. © EPA 27.08.2015
ექსპერტები იკვლევენ სატვირთოს ავსტრიაში, სადაც 71 ადამიანის ცხედარი იპოვნეს. © EPA 27.08.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი