ახალი ამბები

“ხელს შეუშლის, რომ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას” – გახარია ეკლესიებში ხალხმრავლობაზე

23 მარტი, 2020 • 1239
“ხელს შეუშლის, რომ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას” – გახარია ეკლესიებში ხალხმრავლობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომ საგანგებო მდგომაროების გამოცხადების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში საკვირაო წირვაზე მაინც ხალხმრავლობაა, აცხადებს, რომ “ეს ხელს შეუშლის იმას, რომ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას”.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გასაგებია, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრმა მღვდელმა სამოქალაქო პასუხსიმგებლობა გამოჩინა და მრევლს ორმეტრიანი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა:

“რა თქმა უნდა, ეს [ხალხმრავლობა] ხელს შეუშლის იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ეს გასაგებია. ეს ჩვეულებრივი მარტივი თემაა. ამასთან ერთად, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და შევამჩნიო, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა. მე მესმის რამხელა სამოქალაქო პასუხსიმგებლობაა საჭირო, როდესაც მრევლს სთხოვ ეკლესიის გარეთ [დადგნენ] და გარკვეული დისტანცია დაიცვან.

ასე ვყალიბდებით როგორც წარმატებული სახლემწიფო. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებიც უამრავია. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ვალდებულებაა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, დავიცვათ დისტანცია, ეს იქნება ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში” – ამბობს გახარია.

მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ ეკლესიას და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებაა, პოლიტიკური სპეკულირებაა:

“ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, მოქალაქის თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღლი ფასეულობა, არაფერი არ ღირს 2 მეტრის დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც ეკლესიას, ასევე სახლემწიფოს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი