ახალი ამბები

კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ექიმი

22 მარტი, 2020 • 1470
კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ექიმი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ენდელაძე „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ რამდენიმე პაციენტი ხვალ გაეწერება, 5 პაციენტის პასუხი კი უკვე მიიღეს. მისი თქმით, ჯამში საქართველოში კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, საიდანაც 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 ათასზე მეტია მოთავსებული კარანტინის რეჟიმში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

მასალების გადაბეჭდვის წესი