ახალი ამბები

ორშაბათიდან 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს პირბადეებს დავურიგებთ – თურნავა

22 მარტი, 2020 • 1781
ორშაბათიდან 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს პირბადეებს დავურიგებთ – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ორშაბათიდან 70 წელს გადაცილებულ მარტოდ მცოხვრებ პენსიონერებს პირბადეები დაურიგდებათ.

თურნავამ ჟურნალისტებტან თქვა, რომ პირბადეების დეფიციტი კორონავირუსის პირობებში გლობალური პრობლემაა. თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოში რამდენიმე სამკერვალომ მათი წარმოება უკვე დაიწყო.

„პროგრამაში უკვე ჩართულია მრავალი სამკერვალო ქარხანა და როგორც კი რითმულ მიწოდებას ნედლეულის ავაწყობთ – ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ უფრო მასობრივად დავიწყოთ წარმოება.დღესაც უკვე რასაც ვაწარმოებთ, შეთანხმებული პრიორიეტებით, ჩვენ ვანაწილებთ იმ კატეგორიებზე, ვინც დგას ფრონტის წინა ხაზზე.

კერძო სექტორის ჯგუფებს შორის თქვენ [ჟურნალისტები] ხართ ერთ-ერთი პრიორიტეტი, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს დავურიგებთ პირბადეებს.

უპირველეს ყოვლისა, პრიორიტეტულები არიან 70 წელს გადაცილებული მარტოხელა პენსიონერები, ორშაბათს უკვე დარიგებას ვიწყებთ ამ კატეგორიაში,“ – ამბობს თურნავა.

ნეგაზეთმა პირბადეების დარიგებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებისთვის მიმართა ეკონომიკის სამინისტროს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა – 3. ამასთანავე, საკარანტინო რეჟიმში არის 2956 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291

მასალების გადაბეჭდვის წესი