ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: ღვინოში ხელოვნური საღებავები აღმოჩნდა

27 აგვისტო, 2015 •
სურსათის ეროვნული სააგენტო: ღვინოში ხელოვნური საღებავები აღმოჩნდა

სააგენტოს ცნობით,  ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ დასახელებული ღვინო შეიცავს ხელოვნურ საღებავებს და  არ შეესაბამება  “ტექნიკური რეგლამენტის – ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესების შესახებ” მოთხოვნებს, კერძოდ: ნიმუშში დარღვეულია ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ღვინო წარმოებულია ი.მ „შალვა საპანაძის“ მიერ, რომელსაც დაევალა მავნე ღვინის ბაზრიდან გამოთხოვა; ღვინის განადგურებაზე ზედამხედველობას სააგენტოს წარმომადგენლები განახორციელებენ. 

 

საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა  სამინისტროს საგამოძიებო  სამსახურს გადაეცა.         


მასალების გადაბეჭდვის წესი