ახალი ამბები

სტოლტენბერგი: ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროგრესია ნატოს წევრობის გზაზე

27 აგვისტო, 2015 •
სტოლტენბერგი: ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროგრესია ნატოს წევრობის გზაზე

“ერთად ვაღწევთ იმას, რომ ვზრდით ნატოსა და საქართველოს შორის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას და გაგვაჩნია ნატო-საქართველოს კომისია, ასევე არსებული ნატო-საქართველოს პაკეტი, გაზრდილია ნატოს დასწრება საქართველოში და დღეს ვგეგმავთ გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ცენტრის აქტიურად ამუშავებაზე. ეს გავლენას მთელ ქვეყანაზე იქონიებს და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში. ერთად ვიბრძვით იმისათვის, რომ გავზარდოთ ნატოს ყოფნა საქართველოში, ანუ, როგორც ვთქვი, უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. და ეს არის რეალური პროგრესი. ასევე ეს გახლავთ გზა წევრობისაკენ,”– განაცხადა იანს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

 

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მას წინასწარ არ შეუძლია ისაუბროს იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ნატოს სამიტზე ვარშავაში. მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, წინ იაროს და პროგრესი აჩვენოს.

 

“პროგრესი აშკარაა, რეფორმები არის მიღწეული და მივესალმები, რომ პროგრესი იყოს პოლიტიკური და სასამართლო სისტების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, იმასაც ვხედავთ, რომ დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი და ეს უკვე ენთუზიაზმის საკითხია. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზით მოძრაობის ერთგულია,”– განაცხადა სტოლტენბერგმა. 

 

სიტყვით გამოსვლისას სტილტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იქნება ნაბიჯი, რომელიც დამატებით გააღრმავებს ნატო–საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას. ასევე, გენერალური მდივნის განცხადებით, ის საქართველოს და საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას აამღლებს, თანამედროვეს გახდის და გააძლიერებს ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

 

“საქართველს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა წევრობის გზაზე წინ იმოძრაოს და თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად მარტივი გზა არ გახლავთ, მას სჭირდება დრო, შემართული ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება. მე მომეხსენება, რომ საქართველოს ხალხი და მთავრობა ერთგულია აღნიშნული მიმართულების, ჩვენ ძალიან ღრმა ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმების ჩათვლით და ხაზს ვუსვამ იმ პროგრესს, რომელიც თქვენს ქვეყანას აქვს. ასევე აღვნიშნავ საჭიროებას ამ პროგრესის გაღრმავებისა. რაც შეეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემების რეფორმებს, ამ სერიოზული რეფორმების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. საქართველოს იმედი აქვს ნატოს და საქართველოსაც შეუძლია ნატოს იმედი იქონიოს,”– განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას. 

 



ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო–ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობ…

Posted by Irakli Garibashvili on Thursday, August 27, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი