ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

22 მარტი, 2020 • 1770
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

22 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი მოქალაქე.

ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახდა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.

22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით (COVID 19-ით) ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 ათას გადააჭარბა. მათ შორის, 92,373 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13,049 – დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი