ახალი ამბები

კორონავირუსი: ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 ათასს გადააჭარბა

22 მარტი, 2020 • 1409
კორონავირუსი: ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 ათასს გადააჭარბა

22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით (COVID 19-ით) ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 ათას გადააჭარბა. მათ შორის, 92,373 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13,049 – დაიღუპა.

ინფიცირებული მოქალაქეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთს აქვს. აქ კორონავირუსი 81 346 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 72,357-ია, ხოლო გარდაცვლილთა 3,265.

ჩინეთის შემდეგ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყველაზე მაღალი იტალიაშია – კერძოდ კი 53 578 ადამიანი. იტალიაში ყველაზე მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელი: COVID 19-ს აქ 4,825 ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6,072.

რაც შეეხება საქართველოს, 22 მარტის დილის [10:25 საათის] მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 54 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.

შენიშვნა: ეს მონაცემი ყოველდღე იცვლება, შესაბამისად, სტატიაში ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნების შემდეგ განახლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი