შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 529 აბი „კოდეინი“ ამოიღეს, ნარკოლოგიური შემოწმებით კი დაკავებულს ოპიუმის მოხმარება დაუდგინდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.