აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მხარეებს შორის მორიგების მაჩვენებელმა ბოლო სამი თვის მანძილზე 683 შემთხვევა შეადგინა.
ბიუროს ცნობით, ამავე პერიოდში მორიგებით დასრულდა და, შესაბამისად, არ მოხდა იძულებითი გამოსახლება 50 შემთხვევაში. სტატისტიკის მიხედვით, მორიგების შედეგად, ამავე საანგარიშო პერიოდში გამოცხადებული აუქციონი შეწყდა და აღარ მოხდა ქონების რეალიზაცია 39 შემთხვევაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში 1309 მოქალაქეს გაუკეთდა ჯარიმის განწილვადება, ხოლო დარეგულირებული ალიმენტის საქმეთა რაოდენობამ 430 ერთეული შეადგინა.