ახალი ამბები

ერისთავის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სამშენებლო მასალების საწყობი დაიწვა

27 აგვისტო, 2015 • 2048
ერისთავის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სამშენებლო მასალების საწყობი დაიწვა

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ხანძრის ლიკვიდირება დაახლოებით 03:44 საათზე მოხერხდა.

 

შშს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გამოძახებიდან მალევე ადგილზე მობილიზებული იყო 24 სახანძრო, 3 სამაშველო მანქანა და 4 ავტოკიბე. სააგენტოს ცნობით, ხანძრის ლოკალიზებაზე დაახლოებით 120 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის შედეგად დამწვარი სამსართულიანი შენობა ფუნქციონირებდა და იქ სამშენებლო მასალები ინახებოდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ხანძარი თ. ერისთავის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე. 27.08.2015. ფოტო: თავისუფალი ზონა
ხანძარი თ. ერისთავის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე. 27.08.2015. ფოტო: თავისუფალი ზონა

მასალების გადაბეჭდვის წესი