ახალი ამბები

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

21 მარტი, 2020 • 952
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა კორონავირუსით, — აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე.

იმნაძის თანახმად, გარდაცვლილია ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად ეკონტაქტება შესაბამის უწყებებსა და გარდაცვლილის ოჯახს, რათა „მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა — 74 წლის ქალი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევაა დადასტურებული. ესპანეთში 21 571. ესპანეთს, ჩინეთის და იტალიის შემდეგ, ყველაზე მეტად შეეხო პანდემია.

მასალების გადაბეჭდვის წესი