ახალი ამბები

დაურიგდეს 100-ლარიანი ვაუჩერი ყველა პენსიონერს – ენმ

21 მარტი, 2020 • 2186
დაურიგდეს 100-ლარიანი ვაუჩერი ყველა პენსიონერს – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საჭიროა, საქართველოში მცხოვრებ 760 000 პენსიონერს მთავრობამ ერთჯერადი 100-ლარიანი ვაუჩერი გამოუყოს წამლების საყიდლად.

ეს ინიციატივა 21 მარტს წარმოადგინა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. პარტიის ცნობით, ეს პროგრამა, ჯამში, 76 მილიონი ლარი დაჯდება.


21 მარტის დილის მდგომარეობით [10:30], საქართველოში კორონავირუსი დამატებით 3 ადამიანს დაუდასტურა და საერთო რიცხვმა 47-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი, 1 966 პირი კარანტინშია მოთავსებული, 259 კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მსოფლიოში კორონავირუსის 270 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 11 400-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი