ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებადმე – ფოტორეპორტაჟი თბილისის ხალხმრავალი ადგილებიდან

21 მარტი, 2020 • 2541
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებადმე  – ფოტორეპორტაჟი თბილისის ხალხმრავალი ადგილებიდან

საქართველოში ფრენები დღეიდან, 21 მარტიდან შეწყდა, თუმცა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ ბოლო თვის განმავლობაში საგრძნობლად იკლო, რაც თბილისსზე, როგორც ქვეყნის ყველაზე ტურისტულ ადგილზე, მკვეთრად აისახა. ბოლო პერიოიდს განმავლობაში დაიკეტა სასტუმროები, კაფე-ბარები და სხავდასხვა შეკრების ადგილები. დღეს, 21 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

მშვიდობის ხიდი

 

მშვიდობის ხიდი

 

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ადგილას, ბამბის რიგში [შარდენი], არა თუ ტურისტები, ადგილობრივებიც არ გადაადგილდებიან.

ბამბის რიგი [შარდენი]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პრემიერ-მინისტირს, გიორგი გახარიას განცხადებით 20 მარტიდან დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურების და ფოსტის.

 

 

 

 

 

პრემიერს განკარგულების შემდეგ დაიკეტა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი “თერგი ერთი”, სავაჭრო ცენტრები “კიდობანი” და “პასაჟი”. თუმცა სურსათით მოვაჭრეების ბაზარი არ დაკეტილა. რაც შეეხება ხალხის რაოდენობას, ე.წ “დეზერტირების ბაზარში” ხალხის მკვეთრი შემცირება შეინიშნება. ამაზე საუბრობენ მოვაჭრეებიც. ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, შუადღის სამი საათისთვის მას მხოლოდ 20 ლარის პროდუქტი ჰქონდა გაყიდული.

სავაჭრო ცენტრი თერგი - 1

მასალების გადაბეჭდვის წესი