ახალი ამბები

ანონსი – 26 აგვისტო

26 აგვისტო, 2015 •
ანონსი – 26 აგვისტო

09:30 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მერი დავით ნარმანია და PWC-ს წარმომადგენელი პრესკონფერენციას გამართავენ. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლების პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers) ჩაერთვება. საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე 591 00 49 31


10:00 ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად მყოფი ექსპერტი, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი მანუჩარ მოხთარი ჩაატარებს ორდღიან სემინარს თემაზე: “მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ძირითადი ასპექტები”. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი. 


10:00 საათზე, ქარელის გამგეობის შენობაში,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“  ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტს კომპიუტერულ ტექნიკას გადასცემს. ხვალვე, 11:00 საათზე, კომპიუტერები გადაეცემა ხაშურის მუნიციპალიტეტსაც. პროექტის ფარგლებში ორივე მუნიციპალიტეტისთვის 31 კომპიუტერის გადაცემა განხორციელდება, რომლებიც ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოების შესაბამის სასახურებში გადანაწილდება.

 

12.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი-გულიკო ზუმბაძე ბიფინგს გამართავს. თემა: დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხი

 

12:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაათვალიერებენ გორის ჰოსპიტალს, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვება. მის: გორი, სამხედრო ჰოსპიტალი.

 

18.00 საჩხერის რაიონში, ჭორვილაში არასამთავრობო ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“-ს ინიციატივით და ჭიათურის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის გუბერნიის მხარდაჭერით, გაიმართება ღონისძიება – „იმერეთის რეგიონის წარმატებული ქალები“.

ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება 15 წარმატებული ქალი იმერეთის ყველა რაიონიდან. ღონისძიების შემდეგ გაიმართება ბანკეტი. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ცნობილი პიროვნებები და ოფიციალური პირები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი