ახალი ამბებისაზოგადოება

კომიქსი – როგორ ავუხსნათ ბავშვებს კორონავირუსი

21 მარტი, 2020 • 5244
კომიქსი – როგორ ავუხსნათ ბავშვებს კორონავირუსი

კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრმა, მათ შორის ბავშვებმა – იცოდნენ, თუ როგორ დაიცვან თავი და რა თანმხლები რისკები არსებობს.

თუმცა ბევრი მშობელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა სტრესის გამომწვევი იყოს.

იმისთვის, რომ ბავშვთან კორონავირუსზე საუბარი გაადვილდეს, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრმა სპეციალური კომიქსები თარგმნა. ილუსტრაციები ინტერაქციულია, შესაბამისად, მშობელი ინფორმაციის მიწოდებას თამაშითაც შეძლებს.

კომიქსი – როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე by netgazeti ge

ამ კომიქსების გარდა, ბავშვთან საუბრის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში. სტატიაში მოცემულია როგორც თვითიზოლაციაში მყოფი დედის, ასევე ბავშვთა ფსიქოლოგის რჩევებიც.

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსზე

მასალების გადაბეჭდვის წესი