ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის “მოდის სახლმა” სამედიცინო ნიღბების შეკერვა დაიწყო [ფოტორეპორტაჟი]

20 მარტი, 2020 • 1914
სოხუმის “მოდის სახლმა” სამედიცინო ნიღბების შეკერვა დაიწყო [ფოტორეპორტაჟი]

40-მა მკერავმა სოხუმის “მოდის სახლიდან” მიატოვა მიმდინარე შეკვეთები და სამედიცინო დანიშნულების ქსოვილისგან ნიღბების შეკერვა დაიწყო. მასალა, როგორც აცხადებენ, ჯერ კიდევ კარანტინის გამოცხადებამდე რუსეთიდან შეიძინეს.

სოხუმის მერიის შეკვეთით, უახლოეს დღეებში 1500 ნიღაბი დამზადდება, რომლებიც აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრებს დაურიგდებათ.

“ერთი ნიღბის დამზადებაზე დაახლოებით 20 წუთია საჭირო და მასზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს. ერთი ჭრის და ფორმას აძლევს, მეორე აუთოებს, მესამე მანქანით კერავს და მეოთხე კვლავ აუთოებს”, – აღწერს პრიცესს დიზაინერი ამინა.

ერთი ნიღბის თვითღირებულება, ადამიანის შრომის გათვალისწინებით, დაახლოებით 50 რუსულ რუბლამდე [დაახლოებით, 20 თეთრი]  ჯდება.

ბატა არძინბა, სოხუმის მოდის სახლის დირექტორი, გეგმავს, რომ ხელისუფლებას თითოეული ნიღაბი 40 რუბლად მიჰყიდოს.

“ეს საშუალებას მოგვცემს, ყველა ხარჯი დავფაროთ და ჩვენს მკერავებს გადავუხადოთ”, – ამბობს ის.

მთავარი უპირატესობა სამამულო წარმოების ნიღბებისა არის ის, რომ მრავალჯერადია. შესაძლებელია მათი გარეცხვა, დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით.

“შეგიძლია სამი ნიღაბი შეიძინო და დღის განმავლობაში იცვალო. ისინი ჰიპოალერგიული ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული და სახეც ნაკლებად ოფლიანდება”, – გვიყვება მკერავი.

სოხუმის “მოდის სახლის” უახლოეს გეგმებში 20 000 ნიღაბის დამზადებაა და, როგორც მისი ხელმძღვანელი ამბობს, შესაძლოა, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროც მოამარგონ. ქსოვილები, მათივე თქმით, უკვე ნაყიდი აქვთ რუსეთში და ჩამოტანას ელოდებიან.

სოხუმის "მოდის სახლი" სამედიცინო ნიღბებს კერავს. ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმის “მოდის სახლი” სამედიცინო ნიღბებს კერავს. ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი