საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჟენევაში გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
“ქვევრი და შესაბამისი საინფორმაციო აბრა მიმდინარე წლის სექტემბერში განთავსდება ჟენევის გაერო-ს ოფისის შიდა ეზოში, რის შემდეგაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური ცერემონიალის კონკრეტული თარიღი,”– ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო აცხადებს, რომ ეს საკითხი თამარ ბერუჩაშვილის ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ა.წ. 3 მარტს გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან, მიხაელ მიოლერთან გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.