ახალი ამბები

სომხეთში კორონავირუსი 136 ადამიანს დაუდასტურდა

20 მარტი, 2020 •
სომხეთში კორონავირუსი 136 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი COVID-19 136 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას News.am ავრცელებს.

როგორც სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური წერს, 136 შემთხვევიდან 112 პირველ ორ შემთხვევას უკავშირდება.

წინა დღეებთან შედარებით, სომხეთში ინფექციის რიცხვი სწაფად იზრდება. მაგალითად, 3 დღის წინ სომხეთში COVID 19-ის 52 შემთხვევა დასტურდებოდა, 15 მარტამდე კი – 30 შემთხვევა. ის პირი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი პირველად დაუსვეს, გამოჯანმრთელდა.

16 მარტს, ახალი შემთხვევების დადასტურებამდე რამდენიმე საათით ადრე, სომხეთის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17:00 საათზე შევიდა და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ დროისთვის სომხეთში ყველა საგანმანათლებო დაწესებულებას შეჩერებული აქვს მუშაობა; ამასთან, საზღვრები ჩაკეტილია საქართველოსთან და ირანთან (სომხეთს დანარჩენ ორ მეზობელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ისედაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები).

რაც შეეხება საქართველოს, 20 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 43 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში [16:00 საათის მონაცემებით] იმყოფება 1 925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

მასალების გადაბეჭდვის წესი