დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოჯანმრთელდება. ამის შესახებ მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კლინიკიდან გაწერის სტანდარტი ამგვარია: 24 საათის განმავლობაში ტესტმა 2-ჯერ უნდა აჩვენოს, რომ მის ორგანიზმში ვირუსი აღარ ფიქსირდება.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 43
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1
  • კარანტინის რეჟიმში – 1925
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271