ახალი ამბები

Georgian Airways თანამშრომლების 90%-ს უვადო შვებულებაში უშვებს

20 მარტი, 2020 • 1058
Georgian Airways თანამშრომლების 90%-ს უვადო შვებულებაში უშვებს

Georgian Airways თანამშრომლების 90 %-ს უვადო შვებულებაში უშვებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ გააკეთა.

ბოკერია აღნიშნულ გადაწყვეტილებას კორონვირუსის გამო შექმნილი კრიზისით ხსნის:

“საქართველოს მთავრობის მითითებით, Georgian Airways დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. მხოლოდ შესრულდება ჩარტერული რეისები საქართველოს მთავრობის მითითებით ნებისმიერი ქვყენიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, დღეს იძულებული ვართ, ჩვენი თანამსრომლების 90 პროცენტამდე გავუშათ უვადო შვებულებაში”, – ამბობს ავიაკომპანიის დირექტორი.

21 მარტიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

21 მარტიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდება

მასალების გადაბეჭდვის წესი