ახალი ამბები

“კარფური” სამუშაო საათებს ამცირებს

20 მარტი, 2020 •
“კარფური” სამუშაო საათებს ამცირებს

ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე, სუპერმარკეტების ქსელი “კარფური” სამუშო საათებს ამცირებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ საკუთარი ფეისბუკ- გვერდის საშუალებით გაავრცელა.

“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვემსუბუქებინა ტვირთი და სამუშაო საათებს ვამცირებთ.
შაბათს, 21 მარტიდან, კარფურის ყველა ფილიალი იმუშავებს დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე”, – წერია განცხადებაში.

საქართველოში 20 მარტის შუადღის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 925 პირი, ხოლო სტაციონარსი მეტვალყურეობის ქვეშ – 271.

მასალების გადაბეჭდვის წესი