ახალი ამბები

მკვდარი თევზი ამჯერად ნინოწმინდასთან ახლოს გამოირიყა

20 მარტი, 2020 • 1890
მკვდარი თევზი ამჯერად ნინოწმინდასთან ახლოს გამოირიყა

ნინოწმინდასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ტბაში რამდენიმე დღის წინ თევზი გამოირიყა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო ნორმა გაავრცელა და მას გარემოს ზედამხედველობის სააგენტოში ადასტურებენ.

სააგენტოს ცნობით, თევზის გამორიყვის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 19 მარტს მიიღეს, რის შემდეგაც აიღეს სინჯები, როგორც ტბის, ასევე- თევზების. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა გახდა თევზის გამორიყვის მიზეზი, თუმცა, სააგენტოს ცნობით, ექსპერტიზის პასუხები მომავალ კვირაში იქნება ცნობილი.

10 მარტს დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა ახალქალაქთან მდებარე ტბაშიც. გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღებულია სინჯები, რომლის პასუხებიც ასევე შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.

ახალქალაქის ტბაში თევზი მასიურად გამოირიყა

მასალების გადაბეჭდვის წესი