ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში COVID 19-ის მე-4 სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა.
„ასევე ჩვენ გვაქვს ახალი სავარაუდო მეოთხე შემთხვევა, რომელიც არის აჭარაში და დღის ბოლოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგახსენებთ ზუს ინფორმაციას ამ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ტიკარაძე.
მისივე თქმით, 43 შემთხვევიადნ ბოლო 3 შემთხვევა ახალ კლასტერს წარმოადგენს. კერძოდ კი ოჯახს, რომელმაც მანამდე აშშ-ში იმგზავრა.
20 მარტის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.