ახალი ამბები

ენმ მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილისთვის ინტერნეტვაუჩერის დარიგების ინიციატივით გამოდის

20 მარტი, 2020 • 789
ენმ მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილისთვის ინტერნეტვაუჩერის დარიგების ინიციატივით გამოდის

“ნაციონალური მოძრაობა” ინიციატივით გამოდის, სახელმწიფომ 15 მლნ ლარის ფარგლებში მოსახლეობას ინტერნეტის ვაუჩერი დაურიგოს.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვაუჩერების დარიგება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებს დისტანციურად საგაკვეთილო პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ. დეკანოიძის თქმითვე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, მთავრობას შეუძლია 90 ათას მოსწავლესა და 10 ათას სტუდენტს ინტერნეტის ვაუჩერები გადასცეს.

“ჩვენ ვსაუბრობთ ინტერნეტვაუჩერზე, რომელიც აუცილებელია გადაეცეს ყველა იმ ბავშვს, მოსწავლესა და სტუდენტების ნაწილს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. შესაბამისად, არ აქვთ წვდომა ჩვენი ცივილიზაციის საერთო სიკეთესთან, განათლებასთან. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ განხორციელდა 2012 წელს დაწყებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანის პროექტი  ყველა სოფლამდე, რომელიც “ქართული ოცნების” დაპირებაც იყო. მინდა გითხართ, რომ ინტერნეტვაუჩერით შეგვიძლია ძალიან ბევრ ბავშვსა და ოჯახს შევუქმნათ იმის პირობა რომ განათლება, მათ შორის ონლაინპლატფორმაზე, აუცილებლად მიიღონ”,-აცხადებს დეკანოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი