ახალი ამბები

სამხრეთ კორეისგან ველით 200 000 ტესტს – ტიკარაძე

20 მარტი, 2020 • 920
სამხრეთ კორეისგან ველით 200 000 ტესტს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო სამხრეთ კორეისგან დამატებით ელის კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის საჭირო 200 000 ტესტს. მინისტრის თანახმადვე, ტესტირებები შემდეგი კვირის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

ტიკარაძემ 20 მარტს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინა საღამოს მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან, სადაც „ზუსტად გაიწერა ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება“.

„ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწრაფი ტესტის რომელი სახეობა იქნება შემოტანილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თანახმად, ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს უკვე გამოუყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში.

„ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ ადამიანების სწრაფი ტესტირება, ვისზე იქნება კორონავირუსზე ეჭვი“, – თქვა მან.

„ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმიწფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 000 ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული; მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყრუეობის ქვეშ – 271.

რას გულისხმობს კორონავირუსის აგრესიული ტესტირება – ტიკარაძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი