20 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყრუეობის ქვეშ – 275.
COVID -19 დადასტურებული შემთხვევების ოდენობა გაზრდილია მსოფლიოშიც. ამ დროისთვის ინფექციის 244,523 შემთხვევაა დაფიქსირებული მსოფლიოს 160 ქვეყანაში.
ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში დადასტურდა, კერძოდ კი – 81 199 ადამიანი, მეორე ადგილზე იტალიაა – 41 035 შემთხვევბით.