სააგენტოს ცნობით, ლისტერია მონოციტოგენეზი აღმოჩენილია შემდეგი დასახელებსი ნაყინებში:
ნაყინი “მყინვარი“ საოჯახო (გამოშვების თარიღი 11.08.2015, 0.5 კგ-იანი კონტეინერში); ნაყინი მარწყვით (გამოშვების თარიღი 26.07.2015, ვაფლის ჭიქა); ნაყინი ვანილის (გამოშვების თარიღი 06.08.2015, ვაფლის ჭიქა) და ნაყინი მყინვარი (გამოშვების თარიღი 01.08.2015, პერგამენტის ქაღალდის შეფუთვაში).
სააგენტოს განცხადებით, ამის შესახებ უკვე ეცნობა საწარმოს ხელმძღვანელობას და მათვე დაევალათ პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა.
სააგენტო ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული დარღვევის გამო საწარმოში განხორციელდება არაგეგმური ინსპექტირება და ბიზნესოპერატორს შეუჩერდება საწარმოო პროცესი.
ლისტერია მონოციტოგენეზი პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, თუკი ვინმეს ნაყიდი აქვს შპს „მყინვარის“ მიერ წარმოებული ნაყინი აღნიშნული პარტიიდან, არ გამოიყენოს საკვებად და შეატყობინოს სააგენტოს ცხელ ხაზს: 291 91 68