ახალი ამბები

დამუშავებულია მოქალაქეების დახმარების სცენარები – თალაკვაძე

19 მარტი, 2020 • 926
დამუშავებულია მოქალაქეების დახმარების სცენარები – თალაკვაძე

“პანიკა საჭირო არ არის, საჭიროა სიფრთხილე”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკისთვის კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად არსებობს კონკრეტული გეგმები, მიღებული და დამუშავებულია შემდგომი სცენარები და ის მექანიზმები, რომელიც სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს ბიზნესისა და თითოეული დასაქმებულის, ასევე, იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დასაქმებული არ არის და სახელმწიფოს მხრიდან დამატებით დახმარებას საჭიროებს. თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ამ მექანიზმებში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ისაუბრა პოლიტიკურ პროცესზეც და იმ საკკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელზეც  პოლიტიკურ სპექტრი შეთანხმდა.

“ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ მომდევნო პერიოდში ის დრო და ინტერვალი, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური პროცესის კალენდარზე და ჩვენ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლებთ იმ პირობების შესრულებაზე, რაზეც პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული, ვგულისხმობთ საკანონდმებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი