ახალი ამბები

რეზერვშია 2900-დან 3500 საწოლამდე – ტიკარაძე

19 მარტი, 2020 • 609
რეზერვშია 2900-დან 3500 საწოლამდე – ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე კლინიკებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 2900-დან 3500-მდე საწოლის მომზადება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:

“დღესდღეობით 500-ზე მეტი საწოლი უკვე არის მობილიზებული, ჩვენ გავქვს ეს რამდენიმე ეტაპად დაყოფილი, პირველ ეტაპზე მოხდება გარკვეული რიცხვის ზრდის შემთხვევაში ამ ინფორმაციის ოფიციალურად მიწოდება მეორე ჯგუფის კლინიკებისთვის, სადაც ჩვენ გვაქვს რეზერვი 700 საწოლი. შემდეგ გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტლები და მათაც აქვთ რესურსი, 700-დან 800 საწოლამდე გამოყონ კორონავირუსის პაციენტების მისაღებად, ხოლო დღეს ჩვენ უკვე ვამზადებთ დამატებითად საწოლებს, რომელთა რაოდენობაც იქნება 1000-დან 1500-მდე”, – განაცხადა ტიკარაძემ.

19 მარტის შუადღის მდგომარეობით, საქართველოშიკორონავირუსი ლაბორატორიულად 40 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 1 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.

მასალების გადაბეჭდვის წესი