ახალი ამბები

წლისთავზე მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან | Covid-19

19 მარტი, 2020 • 1319
წლისთავზე მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან | Covid-19

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულის გამოვლენა ერთ-ერთ წლისთავზე მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა შეკითხვა დისტანციურად დაუსვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტი დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა ღონისძიებაზე მყოფი სხვა პირების იზოლირება.

“ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე, არის იდენტიფიცირებული, ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე და ჩვენი მონიტიორინგის სამსახურის მხრიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება”, – განაცხადა ტიკარაძემ.

19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოშიკორონავირუსი ლაბორატორიულად 40 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 1 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.

მასალების გადაბეჭდვის წესი