ახალი ამბები

სომხეთში COVID-19 უკვე 122 პირს დაუდასტურდა

19 მარტი, 2020 • 1184
სომხეთში COVID-19 უკვე 122 პირს დაუდასტურდა

19 მარტის ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 122 ადამიანს უდასტურდება. მათგან ერთი გაწერილია.

სომხეთში 16 მარტიდან კორონავირუსთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობაა გამოაცხადებული. ყველა საგანმანათლებო დაწესებულება დახურულია. საზღვრები ჩაკეტილია.

ოფიციალური ინფორმაციით, 94 პაციენტი პირველი და მეორე პაციენტების კონტაქტები არიან.

მთავრობა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯანდაცვის მინისტრმა არტურ ტოროსიანმა გააზიარა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ექიმი, წარწერით:

„ჩვენ თქვენ გამო ვრჩებით სამსახურში. დარჩით სახლებში ჩვენ გამო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი