ახალი ამბები

ევროპაში ლუდსახარშებმა სანიტაიზერის წარმოება დაიწყეს

19 მარტი, 2020 • 865
ევროპაში ლუდსახარშებმა სანიტაიზერის წარმოება დაიწყეს

ევროპაში მდებარე ლუდსახარშებმა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა თავიანთი ქარხნების გამოყენება ხელის სანიტაიზერების წარმოებისთვის დაიწყეს. ეს ნაბიჯი კორონავირუსთან — COVID-19-სთან საბრძოლველად გადაიდგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

კომპანიებმა, BrewDog-მა, Leith Gin-მა, Verdant Spirits-მა და Pernod Ricard-მა ეს ნაბიჯი გადადგეს, რათა დაკმაყოფილდეს ხელის სანიტაიზერებზე მოთხოვნა, რომელიც ბოლო დროს გაიზარდა და ბაზარზე მისი ნაკლებობა შეიქმნა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზოგმა კომპანიამ აშშ-ში მსგავსი ნაბიჯი გადადგა.


მსოფლიოში (ჩინეთის ჩათვლით) შემთხვევების რიცხვი 218 815-ია, გარდაცვალებები — თითქმის 9 000, გამოჯანმრთელების შემთხვევები — 80 000-ზე მეტი.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი განიკურნა.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი