ახალი ამბები

მეწარმეების ნაწილს მერია 3 თვით იჯარის ფულს არ გამოართმევს

19 მარტი, 2020 • 1383
მეწარმეების ნაწილს მერია 3 თვით იჯარის ფულს არ გამოართმევს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ან ფართში ახორციელებენ, სამი თვით იჯარის გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.

კალაძე აღნიშნავს, რომ ასეთი 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეა. დედაქალაქის მერის თქმით, ცვლილება ასევე შეეხებათ ქვემეიჯარეებსაც:

“გადავწყვიტეთ, იჯარის გადასახადიდან გავათვისუფლოთ ის 600- მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი აქვთ აღებული. მერია მათ მარტის, აპრილის და მაისის იჯარისგან გაათავისუფლებს.

შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში მეიჯარე ვალდებულია, ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემეიჯარეებზეც. არის შემთხვევები, როდესაც მეიჯარე სხვადასხვ ადამიანებზე აქირავებს ფართს, ეს შეღავათი ყველა მათგანს შეეხება და ამით 600 მოიჯარეზე მეტი პირი ისარგებლებს”, – ამბობს კახა კალაძე.

აღნიშნული გადაწყვეიტლება უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების გამო გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებას. მანამდე მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, 1 წლით შეუჩეროს იჯარის გადასახადი კაფე- ბარებს მერიისგან იჯარით აღებულ გარე სივრცეებზე.

ღია კაფე-ბარები 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი