ახალი ამბები

დღეს 197-მა ადამიანმა თვითიზოლაციის რეჟიმი დატოვა, რადგან ისინი ჯანმრთელები არიან – გამყრელიძე

19 მარტი, 2020 • 1609
დღეს 197-მა ადამიანმა თვითიზოლაციის რეჟიმი დატოვა, რადგან ისინი ჯანმრთელები არიან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს თვითიზოლაციაში მყოფ 197 ადამიანს ორკვირიანი ვადა გაუვიდა და რადგან ისინი ჯანმრთელები არიან, ჩვეულ რეჟიმში გააგრძლებენ ცხორებას:

“დღეის მონაცემებით კარანტინში 1 344 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში -1 446.  დღეისთვის უკვე 197 გავიდა თვითიზოლაციიდან, ანუ მათ ორკვირიანი ვადა გაუვიდათ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და ყოვედღიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ”, – თქვა გამყრელიძემ.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, 200-ზე მეტი კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი