მერიის ინფორმაციით, წყალსადენის, კანალიზაციის ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას დიდუბის რაიონის გამგეობა და შ.პ.ს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ერთობლივად განახორციელებენ; სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქუჩაზე სამანქანო და სავალი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის კაპიტალურ შეკეთებას დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
მერია აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში აღნიშნული ქუჩა ორ ეტაპად გადაიკეტება: 15 დღით გადაადგილება შეიზღუდება ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ხიდამდე, ხოლო მომდევნო 15 დღის განმავლობაში შეიზღუდება დავით ყიფიანის ქუჩა აკაკი წერეთლის გამზირამდე.