გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.
სააგენტოს თქმით, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.
20-22 მარტს კი მცირე ნალექია მოსალოდნელი მხოლოდ ცალკეულ რაიონში. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დაბლობსა და ბარში დღის საათებში +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოში კი 22 მარტს +18 გრადუსამდე დათბება.
23 მარტს საქართველოში მოსალოდენლია თბილი და უნალექო ამინდი. ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.