პროკურატურის წარმომადგენელი სასამართლოსგან ითხოვს, ხადიჯა ისმაილოვა ბრალდების ყველა მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა; მსხვილი თანხების მითვისება და გაფლანგვა; უკანონო მეწარმეობა მაღალი შემოსავლების მიღებით, გადასახადებისგან თავის აცილება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] დამნაშავედ ცნონ.
მომდევნო სასამართლო სხდომა ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე 26 აგვისტოს დაინიშნა.
პროკურატურის მოთხოვნას 9 წელთან დაკავშირებით ევროკომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ნილს მუიჟნიეკსი გამოეხმაურა. მისი თქმით, მას არ გაკვირვებია პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ოდენობა, ვინაიდან, როგორც ევროკომისარი ამბობს, ხადიჯა ისმაილოვა იმ ჟურნალისტებს ეკუთვნის, ვინც სახელმწიფოს მიერ თავისი საქმიანობის გამო იდევნება.
| ||