ახალი ამბები

ვუჰანში, საიდანაც ეპიდემია დაიწყო, COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა

19 მარტი, 2020 • 1263
ვუჰანში, საიდანაც ეპიდემია დაიწყო, COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, საიდანაც COVID-19 თავდაპირველად გავრცელდა, 18 მარტს ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასაუშალება „სინჰუა“ ავრცელებს.

როგორც „სინჰუა” იუწყება, ჰუბეის პროვიციის (რომლის დედაქალაქიცაა ვუჰანი) ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ 18 მარტს გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ ახალი დაავადებული არ გამოვლენილა.

აქამდე, ეპიდემიის პიკის დროს, ვუჰანში დღეში რამდენიმე ათას ადამიანს უდგინდებოდა ახალი კორონავირუსი.


ჩინეთში, მთლიანობაში, კორონავირუსის 80 000-ზე მეტ დაავადებულის შესახებაა ცნობილი. აქედან გამოჯანმრთელდა 60 000-ზე მეტი, გარდაიცვალა — 3 000-ზე მეტი.

მსოფლიოში (ჩინეთის ჩათვლით) შემთხვევების რიცხვი 218 815-ია, გარდაცვალებები — თითქმის 9 000, გამოჯანმრთელების შემთხვევები — 80 000-ზე მეტი.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი განიკურნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი