ახალი ამბები

თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მგზავრი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

19 მარტი, 2020 • 1323
თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსის მგზავრი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის  წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს.

როგორც შსს აცხადებს, გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი