18 მარტის უკანასკნელი მონაცემებით, სომხეთში Covid-19 110 ადამიანს დაუდასტურდა.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ოფიციალური ინფორმაციით, 94 პაციენტი პირველი და მეორე პაციენტების კონტაქტები არიან.
ამ დროისთვის სომხეთში ყველა საგანმანათლებო დაწესებულებას შეჩერებული აქვს ჩვეულებრივი ფუნქციონირება; ამასთან, საზღვრები ჩაკეტილია საქართველოსთან და ირანთან (სომხეთს დანარჩენ ორ მეზობელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ისედაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები).
სომხეთის მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, 2 კვირით შეზღუდოს მოქალაქეების მიმოსვლა და უზრუნველყოს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.