ახალი ამბები

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 475 ადამიანი გარდაიცვალა – BBC

18 მარტი, 2020 • 1368
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 475 ადამიანი გარდაიცვალა – BBC

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, ჯამში, თითქმის 3 ათასს მიაღწია – დღეს Covid-19-ით იტალიაში 475 ადამიანი გარდაიცვალა – წერს BBC.

ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35 713 შემთხვევა, ინფიცირებულთაგან 4 000 განიკურნა.

ყველაზე მეტად ვირუსმა ლომბარდიის რეგიონი დააზარალა, სადაც ერთი დღის განმავლობაში სიკვდილის 319 შემთხვევა დაფიქსირდა.

Covid-19-მა ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად იტალია დააზარალა.

იტალია 10 მარტიდან კარანტინშია, ხელისუფლება ვირუსის გავრცელების შეკავებას ცდილობს. ადამიანებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება.

________________

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/CESARE ABBATE

მასალების გადაბეჭდვის წესი