ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს 26–27 აგვისტოს ეწვევა

21 აგვისტო, 2015 • 1191
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს 26–27 აგვისტოს ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთნ. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს  გმირთა მემორიალს.   
 

27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.     
 

სამინისტროს ცნობით, ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და  ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტისთვის  მზადების პროცესი.   

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივანი 1 ოქტომბრიდან. Foto: Magnus Fröderberg/norden.org
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივანი 1 ოქტომბრიდან. Foto: Magnus Fröderberg/norden.org

მასალების გადაბეჭდვის წესი