ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აფხაზური ღვინო ევროპულს კონკურენციას უწევს”

20 აგვისტო, 2015 • • 1169
“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აფხაზური ღვინო ევროპულს კონკურენციას უწევს”

“პირველად ამ წელს აფხაზურმა ღვინოებმა რუსეთში იმპორტით მეოთხე ადგილი დაიკავა. წლის პირველ ნახევარში რუსეთში 7,7 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა”, – აცხადებს არნაუტი.

 

მისივე თქმით, ერთი ბოთლი აფხაზური ღვინის ფასი რუსეთის ბაზარზე დაახლოებით 400 რუბლი [5.95 აშშ დოლარი] ღირს.

რუსული გამოცემა rbc.ru [როსბიზნესკონსალტინგი] აქვეყნებს სტატიას რუსეთის ბაზარზე ღვინის იმპორტის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ “წლის პირველ ნახევარში რუბლის დევალვაციის გამო ევროკავშირიდან ღვინის იმპორტი მკვეთრად დაეცა.  ახალი ფასებით  ევროპული ღვინო მყიდველისთვის ხშირად მიუწვდომელია. სწორედ ამის წყალობით იმპორტიორთა შორის ლიდერის პოზიცია აფხაზურმა კომპანია “მისტრალ ალკომ” დაიკავა”. 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი