ახალი ამბები

ჩცდ-ს გადაღებები შეჩერდა

18 მარტი, 2020 • 2409
ჩცდ-ს გადაღებები შეჩერდა

კორონავირუსის გამო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები დროებით შეწყდა. ამის შესახებ სერიალის გადამღები ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ამ დრომდე 3 გადამღები ჯგუფი მუშაობდა ყოველდღე, რათა ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თქვენამდე მოგვეტანა ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გვაიძულებს, შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელების რისკი. დავბრუნდებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონიდან სერილია ტელეკომპანია ‘ფორმულას” ეთერში გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი